კურსის რეფლექია

ტრენინგის დაწყება და დამთავრება:   10.06 -10.07

ტრენინგის დასახელება: პროექტებით სწავლება ისტ-ს გამოყენებით - Intel.

ტრენინგის ხანგრძივობა:  9 დღე (36 საათი )


 პროექტებით სწავლების მიზანია მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. როგორ შეიძლება ტექნოლოგიების ყველაზე ეფექტური გამოყენება სწავლის პროცესის ხელშეწყობისათვის და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად? ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის დაგეგმვა, რომლის მიზანია მაღალი დონის სააზროვნო და 21-საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება.პროექტების გამოქვეყნება სხვებისთვის გასაზიარებლად.

გავეცანი ინტელის შვიდივე მოდელს. შევქმენი პორტფოლიო.
ვისწავლე სასწავლო პროექტების გეგმებზე, ბროშურაზე, ელექტრონულ გაზეთზე და შაბლონებზე მუშაობა, დავხვეწე ელ. ფოსტაზე და ბლოგზე მუშაობა.
ტრენინგი ჩემთვის მეტად ნაყოფიერი იყო. ტრენინგის დახმარებით ცემი ზედაპირული ცოდნა ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო საფუძვლიანი გახდა.
აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინგზე ათვისებულ სიახლეებს სასწავლო პროცესში. ვაპირებ აქტიურად ვიმუშავო მოსწავლეებთან აღნიშნულ თემაზე და მისი გამოყენებით გავაძლიერო მოსწავლეებში ინტერესი სწავლისადმი.
კოლეგებს შევთავაზებ ჩემ მიერ შეძენილი ცოდნისა და უნარების გაზიარებას კონსულტაციის სახით და დავარწმუნებ, რომ ეს სიახლე დადებითად იმოქმედებს მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობაზე.



Comments

Popular posts from this blog

მე 7 დღე

me-4 moduli